ინტერნეტმომსახურების სააბონენტო ხელშეკრულება
ტიპური ხელშეკრულება. ცარიელ ველებს ხელმოწერისას ვავსებთ.
ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს შპს „აილინკის" მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობები და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა
ქ. მარნეული თარიღი: [30.09.2026]
1. მხარეები
| მომსახურების მიმწოდებელი | აბონენტი | |
|---|---|---|
| სახელწოდება / სახელი, გვარი | შპს „აილინკ" (i.link) | |
| საიდენტიფიკაციო / პირადი N | 434162327 | |
| იურიდიული მისამართი / რეგისტრაციის მისამართი | საქართველო, ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N41 | |
| მომსახურების მიწოდების მისამართი | — | |
| ტელეფონი | ცხელი ხაზი: 0 707 777 777 | |
| ელექტრონული ფოსტა | Ilink5858@gmail.com | |
| ვებგვერდი | www.ilink.ge | — |
| წარმომადგენელი (საჭიროების შემთხვევაში) | [სახელი, გვარი, თანამდებობა] | [სახელი, გვარი, პირადი N, მინდობილობა] |
1.1. აბონენტის ვინაობა ხელშეკრულების დადებისას მოწმდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით. მიმწოდებელი უფლებამოსილია აბონენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები გადაამოწმოს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მონაცემთა ბაზაში (რეგლამენტის 8³ მუხლის 2¹ პუნქტი).
1.2. ხელშეკრულება იდება მხოლოდ 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირთან ან იურიდიულ პირთან.
2. მომსახურება და ხარისხის მაჩვენებლები
| მომსახურების სახე | ფიქსირებული ინტერნეტმომსახურება |
|---|---|
| ტექნოლოგია | ოპტიკურ-ბოჭკოვანი (GPON) უსადენო (Wi-Fi / რადიო) |
| სატარიფო პაკეტი | [პაკეტის დასახელება, მაგ. „Express" |
| მაქსიმალური სიჩქარე (ჩამოტვირთვა / ატვირთვა) | მბიტ/წმ |
| ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე | არანაკლებ მაქსიმალური სიჩქარის 80%-ისა: მბიტ/წმ |
| მინიმალური (გარანტირებული) სიჩქარე | მაქსიმალური სიჩქარის 25%: მბიტ/წმ |
| დაყოვნება / ჯიტერი / პაკეტების დაკარგვა | ≤ 400 მწ / ≤ 50 მწ / ≤ 3% |
| პიკის საათები | 20:00 – 24:00 |
| პირველადი ჩართვის ვადა | ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს [3/4 ] სამუშაო დღისა (მაქს. 20 სამუშაო დღე) |
2.1. ხარისხის მაჩვენებლების გაზომვის წესი, ტრაფიკის მართვის პროცედურები და მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში აბონენტის უფლებები განსაზღვრულია სტანდარტული პირობების მე-5 და მე-8 მუხლებით.
3. ფასი და გადახდა
| ყოველთვიური სააბონენტო საფასური | ლარი (დღგ-ს ჩათვლით) |
|---|---|
| პირველადი ჩართვის (ინსტალაციის) საფასური | ფასი განისაზღვრება რაიონის მიხედვით . ლარი |
| დამატებითი მომსახურება (ასეთის არსებობისას) | [ ....… ] |
| გადახდის წესი | წინსწრებით, ყოველ საანგარიშო პერიოდზე (30 კალენდარული დღე) |
| გადახდის საშუალებები | სწრაფი გადახდის აპარატები და ონლაინ სისტემები (Expresspay, TBC Pay, BOG Pay და სხვ.), საბანკო გადარიცხვა; ყველა საშუალებით ტარიფი ერთნაირია |
3.1. მიმწოდებლის მოქმედი ტარიფები მოცემულია ვებგვერდზე www.ilink.ge. აბონენტის პაკეტის ფასი ან სხვა პირობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ სტანდარტული პირობების მე-12 მუხლით დადგენილი წესით: აბონენტს ინდივიდუალურად ეცნობება არანაკლებ 1 თვით ადრე, და მას უფლება აქვს უფასოდ შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4. ხელშეკრულების ვადა
4.1. აბონენტი ირჩევს ხელშეკრულების ვადას (მიმწოდებელი ვალდებულია შესთავაზოს აბონენტს 12-თვიანი ვადაც):
4.2. განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება გრძელდება განუსაზღვრელი ვადით, იმავე პირობებით, თუ აბონენტი არ მოითხოვს მის შეწყვეტას. ვადის გასვლამდე არანაკლებ 1 თვით ადრე მიმწოდებელი აბონენტს ატყობინებს ვადის ამოწურვის და შემდგომი პირობების შესახებ. გაგრძელების შემდეგ აბონენტს შეუძლია ხელშეკრულება ნებისმიერ დროს უფასოდ შეწყვიტოს.
4.3. განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისას აბონენტს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ ფასდაკლების ნაწილის ანაზღაურება, რომლითაც მან რეალურად ისარგებლა: [ფორმულა/თანხა თვეების მიხედვით]. სხვა ჯარიმა ან საფასური არ დაეკისრება.
5. ტერმინალური მოწყობილობა
| მოწყობილობა | სერიული / MAC N | სარგებლობის საფუძველი | საბაზრო ღირებულება (ლარი) |
|---|---|---|---|
| [ONU/ONT] | [______] | უფასო დროებითი სარგებლობა | [___] |
| [Wi-Fi როუტერი] | [______] | უფასო დროებითი სარგებლობა / შეძენილი | [___] |
5.1. დროებით სარგებლობაში გადაცემული მოწყობილობა მიმწოდებლის საკუთრებაა. ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აბონენტი მას აბრუნებს ან მიმწოდებლის წარმომადგენელს, წინასწარ შეთანხმებულ დროს, ანიჭებს მოწყობილობის წაღების საშუალებას. თუ მოწყობილობა არ დაბრუნდება, ან აბონენტის ბრალით დაზიანდება (ჩვეულებრივი ცვეთის გარდა), აბონენტი იხდის მხოლოდ ზემოთ მითითებულ საბაზრო ღირებულებას. დემონტაჟი და მოწყობილობის წაღება უფასოა.
6. შეტყობინების არხი
6.1. მიმწოდებელი აბონენტს ინდივიდუალურ შეტყობინებებს (პირობების ცვლილება, შეზღუდვა, საჩივრის პასუხი და სხვ.) უგზავნის:
6.2. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ აბონენტი მიმწოდებელს 10 დღის ვადაში ატყობინებს.
7. აბონენტის ძირითადი უფლებები (მოკლე მიმოხილვა)
ხელშეკრულების შეწყვეტა ნებისმიერ დროს, მიმწოდებლისთვის განცხადებით (სატელეფონო ზარი, ელ. ფოსტა, ოფისში მისვლა). მომსახურება და საფასურის დარიცხვა წყდება მოთხოვნილ თარიღზე, ან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. გამოუყენებელი ბალანსი აბონენტს უბრუნდება მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის (მათ შორის ფასის) ცვლილების შესახებ ინდივიდუალური შეტყობინების მიღება არანაკლებ 1 თვით ადრე, და ამ შემთხვევაში ხელშეკრულების უფასოდ შეწყვეტა.
მიუღებელი მომსახურებისთვის საფასურის გადაანგარიშება. საფასური არ ირიცხება მომსახურების შეფერხების იმ პერიოდზე, რომელიც აბონენტის ბრალით არ არის გამოწვეული.
საჩივრის წარდგენა მიმწოდებელთან. პასუხი დასაბუთებულად და წერილობით, არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.
ნებისმიერ დროს მიმართვა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს (www.momxmarebeli.ge, defender@comcom.ge), საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (www.comcom.ge) ან სასამართლოს. მიმწოდებელთან წინასწარ მიმართვა სავალდებულო არ არის.
8. დასკვნითი დებულებები
8.1. ეს ხელშეკრულება, მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობები და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა (ვებგვერდზე: www.ilink.ge) ერთიან ხელშეკრულებას ქმნიან. წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ამ ხელშეკრულებას, თუ ის აბონენტისთვის უფრო ხელსაყრელია.
8.2. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე (დისტანციური დადებისას — აბონენტის მიერ თანხმობის დადასტურებისთანავე). ხელშეკრულება დგება ორ ეგზემპლარად, თითო თითოეული მხარისთვის. ელექტრონულად დადებისას ასლი აბონენტს ეგზავნება ელ. ფოსტით ან SMS ბმულით.
8.3. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე. აბონენტის მოთხოვნით მიმწოდებელი უზრუნველყოფს რუსულ ან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანს. სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა ქართულ ტექსტს ენიჭება.
9. აბონენტის დადასტურება და თანხმობები
| მომსახურების მიმწოდებელი | აბონენტი |
|---|---|
შპს „აილინკ" უფლებამოსილი პირი: [გ.ეთირმიშლი] ხელმოწერა: ____________ ბ.ა. |
სახელი, გვარი: [__________] ხელმოწერა: ____________ თარიღი: [__.__.20__] |