ინფორმაცია აბონენტებისთვის

დოკუმენტები და თქვენი უფლებები

სააბონენტო ხელშეკრულება, სტანდარტული პირობები და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა ერთიან ხელშეკრულებას ქმნის. ქვემოთ არის მოქმედი ვერსიები და ის ინფორმაცია, რომელსაც სტანდარტული პირობების მე-18 მუხლი ითვალისწინებს.

წინა ვერსიები

სააბონენტო ხელშეკრულების ნიმუში (PDF)მოქმედებდა 29.09.2026-მდე

ახალი პირობების ამოქმედებით ძველი ნიმუშის ის დებულებები, რომლებიც მათ ეწინააღმდეგება, ძალადაკარგულია: ჯარიმები, „სერვისის შენარჩუნების“ და „შეზღუდული მომსახურების“ საფასური, 6-თვიანი ავტომატური გაგრძელება და სხვ. (19.3 პუნქტი).

დაგეგმილი სამუშაოები და ავარიები

ამჟამად დაგეგმილი სამუშაოები არ არის. განახლდა: 17.10.2026

დაგეგმილ სამუშაოებს, რომლებიც შეფერხებას იწვევს, შეძლებისდაგვარად ღამით (01:00–07:00) ვატარებთ და 24 საათით ადრე გატყობინებთ აქ და ინდივიდუალური შეტყობინებით.

კომპენსაციის წესი

თუ მომსახურება თქვენი ბრალის გარეშე არ მოგეწოდათ ზედიზედ 4 საათზე მეტხანს, საანგარიშო პერიოდში ჯამში 12 საათზე მეტხანს, ან სიჩქარე არ შეესაბამებოდა დადგენილ მაჩვენებლებს:

  • ამ პერიოდის საფასურს არ იხდით (დღიური ტარიფი = თვიური საფასური / 30, ყოველი დაწყებული დღე სრულ დღედ ითვლება);
  • თანხა ბალანსზე ავტომატურად აისახება 5 სამუშაო დღეში, მოთხოვნის გარეშე;
  • 10 დღეზე მეტი შეფერხებისას ხელშეკრულების უფასოდ შეწყვეტა შეგიძლიათ.

მე-8 მუხლი

ტრაფიკის მართვა

ყველა ტრაფიკს თანაბრად ვეპყრობით: არ ვბლოკავთ, არ ვანელებთ და უპირატესობას არ ვანიჭებთ კონკრეტულ კონტენტს, აპლიკაციას ან სერვისს. გამონაკლისია ქსელის უსაფრთხოების დაცვა (მაგ., DDoS შეტევა), დროებითი გადატვირთვის თანაბარი მართვა და კანონის, სასამართლოს ან კომისიის მოთხოვნები. ასეთი ზომები დროებითი და პროპორციულია.

5.5 პუნქტი

საჩივრის წარდგენა

საჩივრის წარდგენა უფასოა და ვადა არ აქვს:

  • ცხელ ხაზზე: 0 707 777 777
  • ელ. ფოსტით: ilink5858@gmail.com
  • წერილობით, ოფისში: საქართველო, ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N41

საჩივარი იმავე დღეს რეგისტრირდება და ნომერი გეცნობებათ. მას განიხილავს მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი კომისია და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას წერილობით მიიღებთ 3 სამუშაო დღეში. განხილვის დროს სადავო თანხის გამო მომსახურებას არ შევზღუდავთ.

საჩივრების განმხილველი კომისია

თავმჯდომარეგუნაი ეთირმიშლი, დირექტორი
წევრიუჩა სეთური, საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) გამგეობის თავმჯდომარე
წევრი, მდივანითამარ ხარაიშვილი

შეგიძლიათ დაესწროთ განხილვას, მათ შორის დისტანციურად. ეჭვის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება აბონენტის სასარგებლოდ. კომისიის დებულება

სად შეგიძლიათ მიმართოთ

ნებისმიერ დროს, ჩვენთან წინასწარ მიმართვის გარეშეც:

  • მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი — defender@comcom.ge
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია — comcom.ge
  • სასამართლო, კანონით დადგენილი წესით.